“ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა”
2024 წლის 16 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 5-3 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ნაირა გოტიაშვილი) წარმოადგინეს ლიტერატურული ღონისძიება: “ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა”. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წარმომავლობაზე, ისტორიულ თარიღსა დ ამის წარმომავლობაზე. მათ საგალობელთან “შენ ხარ ვენახი” შერწყმული სადიდებელი ფრაზებით, ლექსებითა და სიმღერით კიდევ ერთხელ მოეფერნენ ჩვენს მშობლიურ ენას. მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით შეგვახსენეს რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა თითოეული ჩვენგანის პიროვნული ვალია და სულ რომ უნდა გვახსოვდეს დიდ იილიას სიტყვები: “მამული, ენა, სარწმუნოება”. ბოლოს ქართული ენის დღე მიულოცეს ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს და მთელი საქართველოს მოზარდი თაობის სახელით მადლობა გადაუხადეს ქართული ენის შენარჩუნებისა და სიყვარულისათვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები, ბიბლიოთეკარი მზია გველესიანი, მოსწავლეთა მშობლები.