2024 წლის 15 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ეკა ქართველიშვილი, მიწვეული იყო ტელეკომპანია ,,რიონის”ეთერში, გადაცემაში-,,დილით-ჩვენი დღე”მონაწილეობის მისაღებად. პირდაპი ეთერი, საქართველოს სახელმწიფო ენის დღეს მიეძღვანა. პედაგოგმა ვრცლად ისაუბრა მეთოდებზე,რომელთაც დაწყებითი კლასების მასწავლებლები ,ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში დაწყებითი კლსების მოსწავლეებში, მშობლიური ენის პოპულარიზაციისთვის იყენებენ.რათა დაეხმარონ მათ,უკეთ და საფუძვლიანად შეიმეცნონ ჩვენი საოცარი ქართული ენა და უფრო გააღვივონ მშობლიური ენის სიყვარული მათ ნათელ გონებასა და გულებში. რესპოდენტმა ასევე ისაუბრა, სსიპ ქალაქ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის, საკლასო თუ სასკოლო სივრცეში დამკვიდრებულ ტრადიციებსა და შესაძლებლობებზე.აღნიშნა,რომ სკოლაში ხშირად ეწყობა კალიგრაფიის კონკურსები,პოეზიის საღამოები, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი აქტივობები,მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გასაღვივებლად,რათა მათ შეძლონ დაცვა,მოვლა და პატრონობა მამულის,ენის და სარწმუნოების.რეპორტაჟის დასასრულს კი ტელემაყურებლებს სთხოვა და მოუწოდა,რომ გაუფრთხილდნენ ჩვენს უძვირფასეს საგანძურს-ჩვენს სამშობლოს და მშობლიურ ენას!