მისალოცი ბარათები
2024 წლის 15 აპრილს სსიპ ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლის III (3) კალსში (დამრიგებელი: თინათინ მილორავა) დასრულდა საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები. მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავი მისალოცი ბარათები დაარიგეს სკოლის შიდა და გარე სივრცეებში.
მესამეკლასელებმა ქართული ენის დღე მიულოცეს სკოლის დირექტორს, ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. აღნიშნული აქცია N17 საჯარო სკოლაში ტრადიციაა. წელს იგი მეხუთედ გაიმართა.