სახელმწიფო ენის დღე
2024 წლის 14 აპრილს სსიპ ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლის III (მესამე) კლასის (დამრიგებელი: თინათინ მილორავა) მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო ენის დღე აღნიშნეს. ქართული ენის დღეს ისინი ესტუმრნენ ახალგაზრდობის პარკს, მოინახულეს დედა ენის ხეივანი.
მოსწავლეებმა ლიტერატურულ სარდაფში წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიცია “მამული, ენა, სარწმუნოება”. მათ სიყვარულით მოეფერეს ქართველი ერის 33-საუკუნოვან სიცოცხლეს, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ენითაა განხორციელებული…
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა ახალგაზრდობის პარკის და ლიტერატურული სარდაფის ხელმძღვანელი, მწერალი გიზო თავაძე. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს სახელმწიფო ენის აღნიშვნისთვის. მწერალმა გაიხსენა 1978 წლის 14 აპრილი.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობის ღირსეულმა შვილებმა დაიცვეს ქართული ენა, შესაბამისად, 14 აპრილი არის საქართველოს სახელმწიფო ენის დაცვის დღე.