კალიგრაფიის კონკურსი
2024 წლის 5 აპრილს ქ. ქუთაისის სსიპ N17 სკოლის მესამე (მესამე) კლასში (დამრიგებელი: თინათინ მილორავა) კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. კონკურსი სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
მესამე კლასის მოსწავლეები პირველი კლასიდან ჩართული არიან პროექტში “ლამაზად წერის ხელოვნება”. პროექტს ხელმძღვანელობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კალიგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი.
პატარა კალიგრაფების ნაშრომები გასწორდა კალიგრაფის მიერ. 14 აპრილს, სახელმწიფო ენის დღეს ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა კალიგრაფიის კონკურში მონაწილეობისთვის. კონკურსში გამრჯვებისთვის ნომინაცია – გამორჩეულ ხელწერა დაჯილდოვდნენ ომარ გაბისიანი, ბარბარე ციხილაძე, დავით ხუხუა.
კონკურსში გამარჯვებისთვის – III ადგილი დაჯილდოვდნენ ანანო კუბლაშვილი და ნოდიკო ადეიშვილი, კონკურსში გამარჯვებისთვის – II ადგილი დაჯილდოვდნენ რუსუდან ორბელაძე და მარიამ ტალახაძე, კონკურსში გამარჯვებისთვის – I ადგილი დაჯილდოვდნენ ლილე ჩართოლანი და მათე წიქორაძე.
კლასის დამრიგებელი მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას და კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანს მხარდაჭერისთვის.