ეკო-კლუბი “მწვანე ტალღა”
სსიპ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლაში ეკო-კლუბ “მწვანე ტალღას” წევრებმა 22 მარტს წყლის რესურსების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია. ბავშვებმა თემის ირგვლივ საინტერესო მასალები მოიძიეს და შექმნეს პოსტერები და გზავნილები წყლის დაცვასთან დაკავშირებით. ასევე სასკოლო თემში დაარიგეს ბუკლეტები ცნობიერების ამაღლების მიზნით.