ინტეგრირებული სოციალური პროექტი ინგლისურ ენასა და სამოქალაქო განათლებაში
დაუნის მსოფლიო დღისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით , პედაგოგებმა ელეონორა ბრეგვაძემ და ნოდარ კანდელაკმა მე-111 კლასში განახორციელეს ინტეგრირებული სოციალური პროექტი ინგლისურ ენასა და სამოქალაქო განათლებაში . პროექტი იყო სამთვიან ვადაზე გათვლილი და დატვირთული იყო სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებით.
დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით მ/წ 11 იანვარს მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგები ეწვივნენ რეაბილიტაციის ცენტრს „ნაიო“ რომლის დირექტორმა და ბავშვთა ნევროლოგმა , ბატონმა ზაზა პატარიძემ ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად მოსწავლეებს დეტალურად გააცნო დაუნის სინდრომის მახასიათებელი ნიშნები, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის სირთულეები და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან გამკლავების საკითხები. შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
არსებულ თემატიკის ფარგლებში ინგლისურ ენაში ელეონორა ბრეგვაძემ ჩაატარა თემატური გაკვეთილი . მოსწავლეებმა დაამშავეს ტექსტი I have a Down Syndrome , Know me Before judge me. ( “ მე მაქვს დაუნის სინდრომ, სანამ განმსჯი , კარგად გამიცანი“) . საგაკვეთილო დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნოდარ კანდელაკიც.
საშინაო დავალებად მოსწავლეებმა დაამუშავეს მასალა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ნოდარ კანდელაკის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ინგლისურ და ქართულ ენაზე მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია და ასევე ჩაწერეს ვიდეო რგოლი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაციის სახით წარსადგენად.
მომდევნო კვირა დაეთმო ფილმის ყურება-გარჩევას. მოსწავლეება ინგლისურ ენაზე ნახეს ფილმი _Peanut Butter Falcon ( “არაქისის კარაქის შევარდენი“) . აღნიშნული ფილმი მოგვითხრობს დაუნის სინდრომის მქონე , 22 წლის ზაკზე, რომელიც ინვალიდთა სახლიდან გარბის , რათა ოცნება აისრულოს და პროფესიონალი მოჭიდავე გახდეს. ფილმის დასასრულს მოეწყო დისკუსია , ბავშვებმა ისაუბრეს მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე და შეავსეს კითხვარი.
პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში მიღებული ცოდნის ტრანსფერის მიზნით მე-11 კლასის მოსწავლეებმა დაწყებით საფეხურზე , მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად , მე-6 5 ( დამრიგებელი თეონა აბრამიშვილი ) და მე-42 ( დამრიგებელი ქეთევან ჩაჩხიანი) კლასების მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია, აყურებინეს თემატური , შემეცნებითი მულტფილმები და ვიდეო კლიპები. მე-4 კლასის მოსწავლეებს ფასილიტაციას უწევდა ინგლისური ენის პედაგოგი სალომე ჭიჭინაძე. ბავშვებმა შეასრულეს სახალისო აქტივობები.
შემდეგი კვირა მოსწავლეებმა ნოდარ კანდელაკის ხელმძღვანელობით დაუთმეს საინფორმაციო პოსტერების დამზადებას, რომლებიც შემდგომში სკოლის ფოიეში თვალსაჩინო ადგილას განათავსეს.
სოციალური, ინტეგრირებული პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებაში და თემში , დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით დაარიგეს ფლაერები.
2024 წლის 21 მარტს მოსწავლეებმა მოაწყვეს აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია , აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში . სადაც ისაუბრეს განხორციელებულ აქტივობებზე და მასშტაბურობაზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ლექტორები, მე-17 სკოლის პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და მშობლები. პროექტში მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.