სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-4 მეორე კლასის მოსწავლემ ილია ლაკიამ (პედაგოგი ქეთევან ჩაჩხიანი) მონაწილეობა მიიღო მათემატიკის ოლიმპიადაში “ევერესტი”, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 1600-მდე მოსწავლე. ილია ლაკიამ ოქროს ტურში მოიპოვა ოქროს სიგელი, ასევე სამტურიან ოლიმპიადაში ვერცხლის ათეულში მოხვდა. ოლიმპიადა “ევერესტი”-ს დამფუძნებელი დაჩი ნანობაშვილი მადლობას უხდის სკოლას და პედაგოგ ქეთევან ჩაჩხიანს მიღწეული წარმატებისთვის.