“დროთა სიმფონია”
2024 წლის 20 თებერვალს, ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის მეორე მეორე კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი მაკა კინწურაშვილი) განახორციელეს პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით
“დროთა სიმფონია” . წელიწადის დროების სახით, მოსწავლეებმა თავიანთი ბავშვური ფანტაზიით შექმნილი პროექტები წარმოადგინეს, გვამოგზაურეს დროთა სივრცეში, კლასიკურ მუსიკასთან შერწყმული სადიდებელი სიტყვებით,ცეკვითა და სიმღერით კიდევ ერთხელ მოეფერნენ შემოდგომის მრავალფეროვნებას ,ცელქ და მხიარულ ზაფხულს,გაზაფხულის არნახულ სილამაზესა და ზამთრის სუსხიან,მაგრამ მაინც შთაბეჭდილებებით დატვირთულ დღეებს. სულ სხვაგვარ, გასხივოსნებულ სამყაროში გადაგვიყვანა მშობლის, ქალბატონ თეონა მინდიაშვილის ჩართულობით შესრულებულმა შოპენის ,,შემოდგომის ვალსმა”. ღონისძიება ასევე გაალამაზა ჩვენი კლასის მოსწავლის ულამაზესმა ტყუპმა დაიკოებმა ანი და ნინი გეგეშიძეებმა,რომლებმაც ბავშვებთან ერთად შეასრულეს მუსიკალური ნომერი. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წამომადგენლები,პედაგოგები და მშობლები.