მედალოსნების დაჯილდოება
სსიპ ქალაქ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლაში 2024 წლის 13 თებერვალი განსაკუთრებული დღე გახლდათ. მოსწავლეებს, რომელთაც 2022 წელს წარმატებით დაასრულეს სწავლის საშუალო საფეხური, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დამსახურებული ოცი ოქროსა და ერთიც ვერცხლის მედალი, შესაბამისი სერთიფიკატებით. ღონისძიებაში მონაწილეობდბენ: ქალაქ ქუთაისი საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ბატონი ბექა ქებულაძე, სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები. დირექციამ, სტუმრებმა და პედაგოგებმა მიულოცეს მოსწავლეებს მიღწეული შედეგი. ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და გვჯერა თქვენი შესაძლებლობების. გისურვებთ წარმატებას ცხოვრების ასპარეზზე.