სსიპ ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას და პედაგოგებს სალომე ჭიჭინაძეს, ელეონორა ბრეგვაძეს, თეა ბარდაველიძესა და თეონა აბრამიშვილს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის , როგორც საქართველოში მედიაწიგნიერების პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს მიერ ორგანიზებულ გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებულ მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულში წარმატებული მონაწილეობისთვის გადაეცათ სერტიფიკატი და სიმბოლური პრიზები. კვირეულის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების საჭიროებისა და როლის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , მოსწავლეებისა და პედაგოგების ჩართულობით სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნიერების გაკვეთილები და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. ვულოცავთ სკოლასა და პედაგოგებს ამ დიდ წარმატებას !