სსიპ ქალაქ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლაში 2024 წლის 24 იანვარს 11³ კლასში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია “გენდერული თანასწორობა”. მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს შუშანიკ დედოფლისა და ვარსქენ პიტიახშის შედარება-დაპირისპირება. ისაუბრეს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე. VII კლასის ჩართულობით პრაქტიკული სავარჯიშოებით წარიმართა პროექტის პრეზენტაცია. ????️მოისმინეს ” ნაადრევ ქორწინებასთან” დაკავშირებით ინფორმაცია. ????️გაიმართა როლური თამაში “ადრეული ქორწინება”. ბოლოს, VII კლასელებმა ანონიმური წერილების სახით გადმოგვცეს შთაბეჭდილებები. აღნიშნული პროექტით მოსწავლეებს შეექმნათ სწორი წარმოდგენა გენდერული თანასწორობის შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მადონა ღვინერია.