“გრიგოლ ხანძთელი და ტაო- კლარჯეთის ეკლესია- მონასტრები”
“გრიგოლ ხანძთელი და ტაო- კლარჯეთის ეკლესია- მონასტრები” – ამ სახელწოდების ღია გაკვეთილი ჩატარდა მე 8 მესამე და მე8 მეექვსე კლასებში ისტორიის მასწავლებლის მერი ბრეგაძის ხელმძღვანელობით . აქტივობის მიზანი იყო ერთიანი საქართველოს შექმნის ისტორიის გაცოცხლება, საეკლესიო პირების ღვაწლის გააზრება სახელმწიფოს შენების პროცესში და ეროვნული სულისკვეთების გაღვივება. მოსწავლეებმა მოამზადეს შესანიშნავი პრეზენტაციები, შექმნეს რუკები და ეკლესიის მაკეტები , დაწერეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხატი. სიმბოლურია რომ ამბობენ ” გრიგოლი იყო 1000 წლის წინანდელი ილია და ილია იყო 1000 წლის შემდგომი გრიგოლი” – გვანან თითქოს ერთმანეთს, მათი ეპოქებიც გავს ერთმანეთს. საქართველოს სულიერად გაერთიანებას მტკიცე საფუძველს უქმნის გრიგოლ ხანძთელი და მისი მოწაფენი, დიდია მათი ღვაწლი , მათ მიერ აშენებულ სამონასტრო კერებში იწერება საქართველოს ისტორია .
“გრიგოლ ხანძთელი და ტაო- კლარჯეთის ეკლესია- მონასტრები”