საქართველო ევროპაა
ქ.ქუთაისის N 17 ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლა საჯარო სკოლის XI დ კლასიის მოსწავლეები დავით მუსლიევი,მარიამ გამეზარდაშვილი,მარიამ ცქიფურიშვილი და ანანო ხაინდრავა აქტიურად ჩაერთვნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კამპანიის “ეს ქვეყანა შენია” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში .
კონკურსის თემა: საქართველო ევროპაა.
კონკურსის ფარგლებში გაიმართა ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაცია (საზოგადოებრივი მსვლელობა).-საქართველო ევროპაა.
მოსწავლეებმა
დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები,3D წიგნი და პლაკატები;
მოაწყვეს “ევროპული კუთხე” ბიბლიოთეკაში,სადაც თავმოყრილია ინფორმაციული წიგნები და სხვადასხვა სახის წერილობითი წყაროები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე;
მოხატეს სკოლის ეზო საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით!
ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია-პრეზენტაცია საქართველოსა და ევროკავშირის უთიერთობების ისტორიის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები.
კონკურსის მონაწილე ბავშვებმა ისაუბრეს თუ რა იცოდნენ ევროპული ფესვების შესახებ,რა აერთიანებს საქართველოსა და ევროპას,რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებით!
დიახ! ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ე ვ რ ო პ ა ა.
ვინაიდან,საქართველოშია
ტოლერანტული საზოგადოება!
დემოკრატიული სახელმწიფო!
ევროპული განათლება და სამართალი!
ადამიანის უფლებების დაცვა!
ქვეყნის კანონმდებლობა,რომელიც მორგებულია ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებზე!
და ბოლოს საქართველო ევროპული კულტურაა ევროკავშირის საზღვრებს გარეთ!
კურატორ-მასწავლებელი მადონა ღვინერია