2023 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის და კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა კასპის ღია ტურნირი კარატეში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის პირველი (გ) კლასის ( დამრიგებელი თამილა სვანაძე) მოსწავლეები: ალექსანდრე ბიბილეიშვილი და გაბრიელ ჩაჩანიძე,  და მეექვსე მეოთხე კლასის მოსწავლე ალისა ფარჯიკია რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს და დაიკავეს, შესაბამისად, პირველი, მეორე და მესამე ადგილები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით. კვლავაც წარმატებას ვუსურვებთ ნორჩ სპორტსმენებს.