მასწავლებლის ეროვნული დღე
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ამავე სკოლის პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ დასაჯილდოებლად წარადგინა წარმატებული ღვაწლმოსილი, წამყვანი პედაგოგები ნაირა გოტიაშვილი და ლეილა ბარბაქაძე. ეს დღე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით წარდგენილ და სრულად საქართველოს პედაგოგებს მიულოცა ქალაქ ქუთაისის მერმა ბატონმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქალაქ ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა, ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა ბექა ქებულაძემ, ქუთაისის დეპუტატმა ბატონმა ზაზა ლომინაძემ წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. წარდგენილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ სიგელითა და საჩუქრებით.