„აკადემიური საგუნდო სიმღერა“
სიამაყით გვინდა გაცნობოთ ჩვენი სკოლის „გოგონათა გაერთიანებული გუნდის (ხელმძღვანელი ნათია ეგუტიძე, კონცერტმეისტერი ნონა კვარაცხელია) მორიგი წარმატება. 2023 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა საქართველოს ბავშვთა და ახალაგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ გუნდთა დაჯილდოება. „კატეგორიაში აკადემიური საგუნდო სიმღერა“. გუნდმა შეასრულა ჟიურის წევრის კომპოზიტორ რუსუდან ხორავას ნაწარმოები „სიმღერა საქართველოზე“ და დაიმსახურა კომპოზიტორის მოწონება. გუნდს გადაეცა ოქროს მედალი და მიენიჭა ლაურეატის წოდება. ასევე ნომინაციაში „ორიგინალური საკონცერტო კოსტიუმი“ – გადაეცათ დიპლომი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა ქ-ნ. რუსუდან თაყაიშვილმა მადლობის სიგელი გადასცა მეჩვიდმეტე საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ გიორგი ოსაძეს ეროვნულ კონკურსში გაწეული დახმარებისთვის. გუნდის ხელმძღვანელს ნათია ეგუტიძეს გადაეცა სერთიფიკატი ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის. გუნდს საჩუქრად გადაეცა მუსიკალური ინსტრუმენტები. სიამაყით ულოცავთ სკოლას ამ დიდ წარმატებას.გასულ სასწავლო წელს გუნდმა ორჯერ მოიპოვა ოქროს მედალი და ლაურიატის წოდება და გვჯერა რომ ეს ენთუზიაზმი და საქმის მიმართ სიყვარული კიდევ მრავალს წელს დაითვლის.
„აკადემიური საგუნდო სიმღერა“