სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მერი ბრეგაძემ – თვითმმართველობასთან , სამოქალაქო კლუბთან და დირექციასთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „ბუნებრივი რესურსების მდგრადი წარმოება და მოხმარება“ . პროექტის მიზანი იყო : 1. გლობალური მოქალაქეობის ცნების გააზრება 1. ნარჩენების შეგროვება, დახარისხება და რეციკლირება 2. ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა. (მოზარდმა უნდა იცოდეს რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს , რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ , როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო) 3. ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების გონივრულად გამოყენება პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები კლასებში , მოეწყო ფილმის ჩვენება და დისკუსია , ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გადავიღეთ ვიდეორგოლები ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენაზე, ვითანამშრომლეთ კომპანია „ტენესთან“ და შევიძინეთ მწვანე ყუთები, რომლებიც დავდგით სკოლის დერეფნებში მაკულატურისთვის და პოლიეთილენისთვის,….. ამიერიდან ჩევნი სკოლის მოსწავლეების მიერ გამოყენებული პლასმასა ნაგავსაყრელის ნაცვლად მოხვდება გადასამუშავებელ პუნქტში და შეიძენს მოერე სიცოცხლეს. შეგროვებული მაკულატურა კი დავახარისხეთ, გადავამუშავეთ და მისგან დავამზადეთ ფურცლები , მისალოცი და მოსაწვევი ბარათები, ასევე გადავიტანეთ ამ ფურცლებზე ისტორიული წყაროები და გამოვიყენეთ საგაკვეთილო პროცესებში . განხორციელებული პროექტით შევეცადეთ გადაგვეჭრა შემდეგი საჭიროებები: გავაცანით სასკოლო საზოგადოებას რას ნიშნავს მდგრადი წარმოება და მოხმარება , მოსწავლეებმა გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო მონაწილეობა- ჩართულობა, მოხალისობა და ინიციატივა. მოსწავლეებმა თვითონვე დააახარისხეს და გადაამუშავეს ნარჩენების ნაწილი და ხელთავიდან დაამზადეს მისგან საჭირო ნივთები . პროექტი განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.

 

USAID Civic Education Program Imereti

კომპანია ტენე 

„ბუნებრივი რესურსების მდგრადი წარმოება და მოხმარება“

383098052_680562860677610_5353815631206027839_n
384317119_314254341254177_1213691416375634168_n
383099082_310560385003754_4553650150837346854_n
383059199_6562739510500444_6892004437337411378_n
384570175_2224067304449336_6968286295333413565_n
352421884_787231196390661_5140825016065133868_n
352442534_988855595864858_8221334078264832756_n
352612915_610060767905135_8360187089931715802_n
383033066_6803979193026115_7717758515941680619_n
382627288_333030382440426_8448417465389081933_n
382920181_157187137447830_1235302559065657989_n
383098052_680562860677610_5353815631206027839_n 384317119_314254341254177_1213691416375634168_n 383099082_310560385003754_4553650150837346854_n 383059199_6562739510500444_6892004437337411378_n 384570175_2224067304449336_6968286295333413565_n 352421884_787231196390661_5140825016065133868_n 352442534_988855595864858_8221334078264832756_n 352612915_610060767905135_8360187089931715802_n 383033066_6803979193026115_7717758515941680619_n 382627288_333030382440426_8448417465389081933_n 382920181_157187137447830_1235302559065657989_n