მოსწავლეთა დაჯილდოება
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს სწავლის საბაზო საფეხური.
2023 წლის 29 სექტემბერს, თვრამეტ მოსწავლეს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ დამსახურებული ჯილდო-კომპიუტერები. ღონისძიებაში მონაწილეობდბენ ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, ბექა ქებულაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ჩვენ ვამაყობთ თითოეული მოსწავლის მიღწევებით და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას ცხოვრების ასპარეზზე.