გასვლითი ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა და განვითარებული უნარები არ არის საკმარისი. არაფორმალური განათლების ფარგლებში მოსწავლეები გართობით, გაუცნობიერებლად იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას, უყალიბდებათ სწორი დამოკიდებულებები სკოლაში შესწავლილი მასალის მიმართ, ეხმარებათ მასალის ცხოვრებისეული საჭიროებების გააზრებაში.

2023 წლის 27 აპრილს  მე-17 საჯარო სკოლის მე-11 კლასის 35-მდე მოსწავლე  ეკონომიკის საგნის პედაგოგთან მირანდა ლომინაშვილთან ერთად შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში  ესტუმრა  ქუთაისის  სს სამკერვალო კომპანია „იმერი“-ს. ვიზიტს სასწავლო-საგანმანათლებლო დატვირთვა ქონდა. მოსწავლეები ამუშაობენ კომპლექსურ დავალებას „ქართული საწარმოების კონკურენტუნარიანობის“ შესახებ. ვიზიტი მათ დაეხმარა საწარმოს ეკონომიკური როლის გააზრებაში კონკურენტული ბაზრის პირობებში.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ქონდათ  გაცნობოდნენ საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა სტრუქტურული ერთეულის მუშაობას, საწარმოო ციკლის ყველა ეტაპს, რასაც მოიცავს წარმოების პროცესი. საწარმოს ადმინისტრაციული რგოლის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია საწარმოს კონკურენტუნარიანობის, შექმნის ისტორიის, იურიდიული ფორმის, მართვის პოლიტიკის, დასაქმებული კონტიგენტის, ქალაქსა და რეგიონში საწარმოს ფუნქციონირების ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.

 

ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებმა მეტად გააცნობიერეს კონკურენტუნარიანობის განმტკიცებისთვის საწარმოს სტაბილური ფუნქციონირების მნიშვნელობა.

 

შემეცნებითი ვიზიტი სამკერვალო “იმერი”-ში

345861212_1619095208567423_3359508134398227030_n
346097771_174121668928510_3370095775163046739_n
345875373_1013044913203846_2015968391463626588_n
346041543_169835879368118_4125228103899249555_n
345863260_239109865373482_5870943531425413373_n
345870417_578104827751860_9107425750751867060_n
346097578_940025247200297_7192607959212854562_n
345861212_1619095208567423_3359508134398227030_n 346097771_174121668928510_3370095775163046739_n 345875373_1013044913203846_2015968391463626588_n 346041543_169835879368118_4125228103899249555_n 345863260_239109865373482_5870943531425413373_n 345870417_578104827751860_9107425750751867060_n 346097578_940025247200297_7192607959212854562_n