შემეცნებითი ვიზიტი სამკერვალო “იმერი”-ში
გასვლითი ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა და განვითარებული უნარები არ არის საკმარისი. არაფორმალური განათლების ფარგლებში მოსწავლეები გართობით, გაუცნობიერებლად იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას, უყალიბდებათ სწორი დამოკიდებულებები სკოლაში შესწავლილი მასალის მიმართ, ეხმარებათ მასალის ცხოვრებისეული საჭიროებების გააზრებაში.
2023 წლის 27 აპრილს მე-17 საჯარო სკოლის მე-11 კლასის 35-მდე მოსწავლე ეკონომიკის საგნის პედაგოგთან მირანდა ლომინაშვილთან ერთად შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა ქუთაისის სს სამკერვალო კომპანია „იმერი“-ს. ვიზიტს სასწავლო-საგანმანათლებლო დატვირთვა ქონდა. მოსწავლეები ამუშაობენ კომპლექსურ დავალებას „ქართული საწარმოების კონკურენტუნარიანობის“ შესახებ. ვიზიტი მათ დაეხმარა საწარმოს ეკონომიკური როლის გააზრებაში კონკურენტული ბაზრის პირობებში.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა სტრუქტურული ერთეულის მუშაობას, საწარმოო ციკლის ყველა ეტაპს, რასაც მოიცავს წარმოების პროცესი. საწარმოს ადმინისტრაციული რგოლის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია საწარმოს კონკურენტუნარიანობის, შექმნის ისტორიის, იურიდიული ფორმის, მართვის პოლიტიკის, დასაქმებული კონტიგენტის, ქალაქსა და რეგიონში საწარმოს ფუნქციონირების ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ.
ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებმა მეტად გააცნობიერეს კონკურენტუნარიანობის განმტკიცებისთვის საწარმოს სტაბილური ფუნქციონირების მნიშვნელობა.