„თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში“
მასწავლებელთა კონფერენცია – „თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში“
2023 წლის 23 მაისს ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია: „თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში“ ჩატარდა. კონფერენცია დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით განხორციელდა.
სხდომა გახსნა N17 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ვიტალი პატარიძემ.
მოხსენებები წაიკითხეს: ია ლაგვილავამ – „eTwinning“ -ის პორტალზე მუშაობა; ია მაჩიტიძემ – ტრანზიცია; ნინა მერკვილაძემ – სასკოლო კლუბების მნიშვნელობა სკოლაში; ნინო ცომაიამ – ახალი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; ასმათ ტოგონიძემ – სოციალური პროექტის დაგეგმვა; თეა ბარდაველიძემ – კითხვის კლუბი “Hot Chocolate” – პროექტული სწავლება ინგლისურ ენაში ” Dreams of Freedom”; თინათინ მილორავამ – ჰუმანური მიდგომები თანამედროვე პედაგოგიკაში.
კონფერენცია შეაჯამა დამსწრე მასწავლებლებმა. მომხსენებლებს ადმინისტრაციის სახელით სერტიფიკატები გადაეცათ.