„ანბანის გაცილება ‘’
2023 წლის 20 მაისს, სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის პირველ მესამე კლასში ( დამრიგებელი მაკა კამლაძე, მუსიკის პედაგოგი რიმა კუნჭულია ) ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება „ანბანის გაცილება ‘’. საზეიმოდ მორთულ სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებმა ქართული ანბანის თითოეულ ასოს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს . წარმოადგინეს დედაენის მოთხრობების პერსონაჟები : „ კეთილი სანდალა’’,
‘’მუქთამჭამელა’’, „ ნუცას სკოლა“, „ცრუ’’, „ თხა და გიგო’’. ერთ-ერთმა მოსწავლემ მოირგო დიდი იაკობის როლი , მან ინსცენირებაში ბავშვებს ,, ნატვრისთვალი ‘’ – დედაენა აპოვნინა და გზა გაუკვალა წარმატებისაკენ.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ პირველი კლასის ფოტოალბომები, ჰელიუმის ბუშტებზე მიმაგრებული ასოები კი გააცილეს მომავალ პირველკლასელებთან .
ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, ბატონი გიორგი ოსაძე, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.