ეროვნული სამოსის დღე!
18 მაისი, ეროვნული სამოსის დღე! ეროვნულობის, ტრადიციის, კულტურის პატივისცემა, მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდანვე ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს. მე-17 საჯარო სკოლის 4-ზ (დამრიგებელი: ასმათ ტოგონიძე), 3-ე(დამრიგებელი:ია ლაგვილავა), 2-გ(დამრიგებელი: თინათინ მილორავა) 2-ვ(დამრიგებელი: ნინო მერკვილაძე) კლასის მოსწავლეები ერთობლივად შეუერთდნენ ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნას. ქართული სამოსით შემკულებმა ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით მოეფერნენ ჩვენს პატარა სამშობლოს, მის კულტურულ ღირებულებებს და ტრადიციებს.
ეროვნული სამოსის დღე!