2023 წლის 16 მაისს ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-12 კორპუსის 208 აუდიტორიაში გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია ქიმიაში. კონფერენციის ხელმძღვანელი გახლდათ მანუჩარ ჩიქოვანი- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის გამგე, ასოცირებული პროფესორი. კონფერენციის მდივანი : ნინო კახიძე – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. სსიპ მე-17 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგებმა დარეჯან გურეშიძემ და ნინო ტაბუცაძემ თავიანთი ხელმძღვანელობით კონფერენციაზე წარადგინეს თემები ” ალკოჰოლი – საფრთხე თუ სარგებელი”- პროექტი. მომხსენებლები მეთერთმეტე მეოთხე კლასის მოსწავლეები: მარიამ შალიკიანი და მარიამ წურწუმია. ” ქიმია მედიცინის სამსახურში” მომხსენებელი მეათე მეოთხე კლასის მოსწავლე დავით მუსლიევი. ” აეროგელი: თხელი, მსუბუქი, ძლიერი”- მომხსენებელი მეათე მესამე კლასის მოსწავლე თათია ბურჯანაძე. ” ცნობილი ქიმიკოსი ქალბატონები”- მომხსენებელი მეთერთმეტე მესამე კლასის მოსწავლე ლიკა ნემსიწვერიძე. ფართო აუდიტორიის წინაშე შესანიშნავი პრეზენტაციები წარმოადგინეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა; ქიმიის საგნით სერიოზული დაინტერესება, საკითხების ღრმა, თანმიმდევრული ცოდნა და პასუხისმგებლობა იგრძნობოდა აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვებზე გაცემულ პასუხებში. კონფერენციის ხელმძღვანელი პირების მიერ შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღინიშნა მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ კონფერენციისთვის შერჩეული თემების ორიგინალობა და შთამბეჭდავი წარდგენა.

 

მოსწავლეთა რეგიონალური სამეცნიერო კონფერენცია ქიმიაში

346108412_576365181297752_4803985835131365110_n
346112361_647666013846089_8254725981269650704_n
346113152_128545620230973_2088363324741924941_n
346108412_576365181297752_4803985835131365110_n 346112361_647666013846089_8254725981269650704_n 346113152_128545620230973_2088363324741924941_n