სტუმრად მუზეუმში
2023 წლის 18 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები(დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი) სტუმრობდნენ ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს. მუზეუმი ნივთებით წარმოჩენილი ისტორიაა,მოსწავლეებისთვის სტუმრობა შთამბეჭდავი და ნაყოფიერი რომ ყოფილიყო,წინასწარ მოვემზადეთ,განვახორციელეთ აქტივობა-,,სანამ მუზეუმს ვესტუმრებით“.დავგეგმეთ სტუმრობა,გავარკვიეთ რა ერქვა მუზეუმს და როგორი სახისაა,მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები რომ, ისტორიულ მუზეუმში შეიძლება ენახათ ,ძველი ნივთები ,ხელოვნების ნიმუშები,საიუველირო ნაკეთობები,მინის ბარიერები,რუკები და ა.შ. დაინტერესდნენ დახვდებოდათ თუ არა გიდი,შეადგინეს კითხვების ნუსხა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.ასევე გაიხსენეს მუზეუმებში ქცევის წესები. მუზეუმში ძალიან თბილად მიგვიღეს,გიდი საოცრად შთამბეჭდავად გვესაუბრა,საუბრისას კითხვებსაც გვისვამდა,აზუსტებდა რამდენად კარგად გავიგეთ ინფორმაცია და ძალიან უხაროდა,როცა ჩვენგან სწორ და საინტერესეო პასუხებს ისმენდა ,მოსწავლეების კითხვებსაც პასუხობდა და მესამეკლასელთა აღფრთოვანებაც დაიმსახურა. სკოლაში დაბრუნებულებმა განვახორციელეთ აქტივობა-,,მუზეუმში სტუმრობის შემდეგ“,მივუბრუნდით წინა დღით განხილულ საკითხებს,ვისაუბრეთ თუ რამდენად გამართლდა ჩვენი ვარაუდები,რა მოგვეწონა ყველაზე მეტად და რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი.შთაბეჭდილებები სამახსოვრო ფურცელზე გადავიტანეთ ნახატებისა და ჩანაწერების სახით,ახალი თავგადასავლების იმედები დავისახეთ,რათა უკეთ შევიმეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია,უფრო მეტად შევიყვაროთ და დავაფასოთ იგი.ერთერთმა მოსწავლემ ისიც კი აღნიშნა,რომ-,,მუზეუმები რომ არ იყოს,რა გვეშველებოდაო?!“ 2023 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღის 18 მაისის თემაა,, მუზეუმები,მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“