,,ქართული ანბანი მზესავით ანათებს!”
2023 წლის 11 მაისს , პირველ მეორე კლასში( დამრიგებელი მაკა კინწურაშვილი. მუსიკის მასწავლებელი რიმა კუნჭულია) ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია თემაზე ,,ქართული ანბანი მზესავით ანათებს!” მოსწავლეებმა გააცოცხლეს ლეგენდა ქართული ანბანის დაარსების შესახებ, აღნიშნეს თუ რა დიდი სიბრძნე,ქართული ხასიათი და მხედრული სულია მასში ჩაქსოვილი.პატარებმა თითოეულ ასო-ბგერასთან დაკავშირებით წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები ,რომლის შექმნაში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათი ხელშეწყობით, პრეზენტაციის ბოლოს ერთობლივად აკინძეს ილუსტრირებული ანბანი და კლასის სახელით გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას.