2023 წლის 29 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 7-6 კლასი სტუმრად მუზეუმში. თემა: კერამიკის ხელოვნება ,თიხის ჭურჭელი. “სამუზეუმო გაკვეთილის” მიზანს წარმოადგენდა განამტკიცონ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შესახებ მიღებული ცოდნა და გამოუმუშავდეთ შემოქმედებითი ამოცანის დასახვისა და მის გადასაჭრელად მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების,მასალის, ტექნიკის შერჩევის უნარი. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია უძველეს პროფესიაზე -მეთუნეობაზე,როგორ განსხვავდება საყოფაცხოვრებო კერამიკული საგნების დეკორით შემკობის ტრადიცია სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში,შემდეგ აკრილის საღებავებით, სასურველი ორნამენტებით შეამკეს კერამიკის ნიმუშები.