“ერთად ვიზრუნოთ ბუნებაზე”
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 3⁵ კლასში (დამრიგებელი- ია ლაგვილავა) დედამიწის დღესთან დაკავშირებით განხორციელდა პროექტი “ერთად ვიზრუნოთ ბუნებაზე”, მოსწავლეებმა დაამზადეს ფლაერები და დაარიგეს სკოლაში, ასევე დარგეს ხეები მშობელთა ჩართულობით. კვირეულის შედეგად ამაღლდა მოსწავლეთა ცნობიერება გარემოს დაცვის მიმართულებით, მშობელთა აქტიური ჩართულობით გალამაზდა სკოლის ეზო, დავრგეთ: ნაძვის, იასამნის, აზალიასა და სხვა ყვავილების ნერგები.. მოსწავლეები მომავალშიც გააგრძელებენ მცენარეებზე ზრუნვას. მადლობა ძვირფას მშობლებს და მოსწავლეებს აქტიურობისთვის.