“ჩვენი ქართული – სიტყვაქარგული”
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 3⁵ კლასსა (დამრიგებელი – ია ლაგვილავა) და N24 სკოლის 1ბ კლასს (დამრიგებელი- თამარ ჯინჭარაძე) შორის ქართული ენის დღისადმი მიძვნილი ერთობლივი სკოლებსშორისი პროექტი განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო სკოლებსა და მოსწავლეებს შორის ურთერთთანამშრომლობის გაზრდა, ქართული ენის ეროვნულობის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარება, ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება. მოსწავლეებმა ერთმანეთს გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები, ხელნაკეთი კედლის გაზეთები, გუნდებს შორის გაიმართა ვიქტორინა , ცარცით ხატვა , მოსწავლეები სხვადასხვა ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ ქართულ ენას. შეხვედრა გაიმართა ქ ქუთაისის ახალგაზრდობის პარკში.