“გენდერული თანასწორობა”
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში პროექტ “გენდერული თანასწორობა” (ხელმძღვანელები: ია ლაგვილავა, ასმათ ტოგონიძე, ნინა მერკვილაძე) ფარგლებში 2023 წლის 6 აპრილს მოწვეულ იქნა კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმის” ტრენერი ლალი შენგელია. შეხვედრის სამიზნე ჯგუფი იყო მეშვიდე კლასის მოსწავლეები. ტრენინგი საინტერესო მიმდინარეობდა მოსწავლეთათვის, ისინი აქტიურად ჩაერთვნენ როლურ თამაშში, ასევე დისკუსიასა თუ მსჯელობაში. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს მოსწავლეთა თანასწორ, ტოლერანტ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.
“გენდერული თანასწორობა”