სკოლის დელეგაცია პოლონეთში
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ოსაძე, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი და IT მენეჯერი გიორგი საკანდელიძე პედაგოგებთან ნინო მერკვილაძესთან და ელეონორა ბრეგვაძესთან ერთად პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ ქალაქ პოზნანის განათლების განყოფილების პრეზიდენტს მარიუს ვისნიევსკის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლონეთის, იტალიის და უნგრეთის დელეგაციები. შეხვედრაზე სკოლებმა წარმოადგინეს საკუთარი სკოლების შესახებ პრეზენტაციები.
დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი მიზნები.