წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მეოთხე კლასი (დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი) გილოცავთ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიოში ყოველი წლის 5 თებერვალს აღინიშნება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული წიგნების პრეზენტაციები, პოსტერები, მაკეტები, დიორამები და ხელნაკეთი წიგნები. თითოეული მოსწავლის პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო, ემოციური და შთამბეჭდავი. საჯაროდ წაიკითხეს რჩეული ეპიზოდები ნაწარმოებებიდან, გაიხსენეს მწერალთა ბიოგრაფიები და გააცოცხლეს პერსონაჟები. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის ბიბლიოთეკარი მზია გველესიანი და სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია.