“არაძალადობრივი მომავლის თაობის”
2020 წლის 22 იანვარს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში “ფონდი სოხუმის” ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის “არაძალადობრივი მომავლის თაობის” ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის ბიბლიოთეკარი მზია გველესიანი. შეხვედრას უძღვებოდა ფონდის წარმომადგენელი ქალბატონი ლელა შენგელია. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.პროექტის მიზნებია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კონფლიქტის მართვის უნარჩვევები არაძალადობრივი გზით, ასევე მშობლები, განსაკუთრებით კი ქალბატონები გახდნენ მეტად ინფორმირებული პრობლემების ადვოკატირების კუთხით.