წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მეოთხე კლასი (დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი) გილოცავთ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიოში ყოველი წლის 5 თებერვალს აღინიშნება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული წიგნების პრეზენტაციები, პოსტერები, მაკეტები, დიორამები და ხელნაკეთი წიგნები. თითოეული მოსწავლის პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო, ემოციური და შთამბეჭდავი. საჯაროდ წაიკითხეს რჩეული ეპიზოდები ნაწარმოებებიდან, გაიხსენეს მწერალთა ბიოგრაფიები და გააცოცხლეს […]

კორპორაციული საღამო 2020

2020 წლის 25 იანვარი ერთ-ერთი დაუვიწყარი დღეა მე-17 საჯარო სკოლის ისტორიაში, 25 იანვრის საღამოს შეიძლება პერფორმანსიც ვუწოდოთ, რომელშიც სკოლის ყველა თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას და რომელიც სავსე იყო სიყვარულით, სითბოთი და სიურპრიზებით. საღამოს უძღვებოდნენ სკოლის პედაგოგები: გიორგი ოსაძე, გიორგი საკანდელიძე, იზაბელა ჭეიშვილი და თამარ ადეიშვილი. სასიამოვნო აქტივობებმა სრული ფურორი მოახდინა. დარბაზში დიდი მხიარულება და ემოციები გამოიწვია, […]

ორიგამები

ჩვენი საოცარი მეშვიდეკლასელებბი, რომლებიც დიდი მოტივაციით, შესაშური კომუნიკაბელურობით, მეგობრობით და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, ისინი ყოველდღე გაკვეთილების შემდეგ რჩებიან სკოლაში, გულმოდგინედ, მშვიდად, ჩუმად ფუსფუსებენ და მუშაობენ, რათა შექმნან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დროშები ორიგამებით. ბავშვები სპეციალურად ემზადებიან 5 მარტისთვის როდესაც იგეგმება ღონისძიება რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას.

“არაძალადობრივი მომავლის თაობის”

2020 წლის 22 იანვარს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში “ფონდი სოხუმის” ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის “არაძალადობრივი მომავლის თაობის” ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის ბიბლიოთეკარი მზია გველესიანი. შეხვედრას უძღვებოდა ფონდის წარმომადგენელი ქალბატონი ლელა შენგელია. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.პროექტის მიზნებია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კონფლიქტის მართვის უნარჩვევები არაძალადობრივი გზით, ასევე მშობლები, განსაკუთრებით […]

11