საინფორმაციო შეხვედრა
2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეთა მშობლებთან. შეხვედრის ორგანიზატორია განათლებისა მანდატურის სამსახური. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მანდატურებმა მშობლებს გააცნეს მანდატურის სამსახურის უფლებები და მოვალეობები, ასევე ისაუბრეს სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე და სკოლის შინაგანაწესის შესახებ.