![](https://17sajaro.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/71138985_2490797547674708_3457985668746051584_o.jpg)
„ჩემი ოჯახი“
2019 წლის 20 სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში პირველ მეხუთე კლასში (დამრიგებლები: ეკა მეძმარიაშვილი) მშობელთა ჩართულობით ჩატარდა პროექტი „ჩემი ოჯახი“.
პროექტის მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის გააქტიურება; ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ურთიერთთანამშრომლობითი და ოჯახური გარემოს შექმნა.
მშობლებმა საინტერესო პრეზენტაციებით ისაუბრეს საკუთარი ოჯახის ტრადიციებზე, მიღწევებსა და ინტერესებზე. აქტივობა გაჯერებული იყო სახალისო ენერჯაიზერებით.
დღევანდელი თბილი შეხვედრა მშობლებს დაეხამრა ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და დაახლოებაში; პედაგოგს კი თითოეული მშობლის უნარის გამოვლენაში, რაც სამომავლოდ კლასის წარმატების საწინდარი გახდება.
„ჩემი ოჯახი“