![](https://17sajaro.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/70787727_2490790824342047_6530109328135815168_o.jpg)
„ჩემი ოჯახი“
2019წლის 20 სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში პირველ მეოთხე კლასში (დამრიგებლები: თამარ გოგატაძე;) მშობელთა ჩართულობით ჩატარდა პროექტი „ჩემი ოჯახი“.
პროექტის მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის გააქტიურება; ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ურთიერთთანამშრომლობითი და ოჯახური გარემოს შექმნა.
მშობლებმა საინტერესო პრეზენტაციებით ისაუბრეს საკუთარი ოჯახის ტრადიციებზე, მიღწევებსა და ინტერესებზე. აქტივობა გაჯერებული იყო სახალისო ენერჯაიზერებით.
დღევანდელი თბილი შეხვედრა მშობლებს დაეხამრა ერთმანეთის უკეთ გაცნობასა და დაახლოებაში; პედაგოგს კი თითოეული მშობლის უნარის გამოვლენაში, რაც სამომავლოდ კლასის წარმატების საწინდარი გახდება.
პროექტს ესწრებოდნენ მე-17 სკოლის პედაგოგები: რიმა კუნჭულია და ლია ხურციძე.