News

მოვუაროთ სკოლას

2019 წლის 10 ივლისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ ორგანიზებით კონკურსის და კამპანიის #მოვუაროთსკოლას გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. პროექტში რეგიონის არაერთი სკოლა ჩაერთო. შედეგად, ჟიურის მიერ სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა მათ შორის სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, რომლებმაც სკოლის მოვლის გრძელვადიანი და თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავეს და დანერგეს.

სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს დირექტორმა ქალბატონმა მაგდა მაღრაძემ სპეციალური პრიზებები და სასკოლო ტექნიკა გადასცა.

ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია რაც იმართება და მისი მიზანია, საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის შემუშავებული პოლიტიკის განხორციელების წახალისება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას.

#მოვუაროთსკოლას ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით და ემსახურება მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას საქართველოში. კამპანიის მიზანია სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგელობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცობა-პოპულარიზაცია.

11