News

პედაგოგიური კვლევების პრეზენტაცია

2019 წლის 19 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა მოაწყვეს განხორციელებული პედაგოგიური კვლევების პრეზენტაცია.
ციური კრავიშვილი—თამაშით სწავლების მნიშვნელოვანი და დადებითი მხარეების ანალიზი პირველ კლასში.
ქეთევან ჩაჩხიანი— წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემები და მათი დაძლევის გზები მესამე კლასში.
მედეია ადეიშვილი—როგორ შევუწყოთ ხელი წიგნიერების დონის ამაღლებას მეოთხე კლასის მოსწავლეებში.
ნანა მესხაძე—-როგორ გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს წაკითხულის გაგება-გააზრების უნარ-ჩვევები დაწყებით საფეხურზე.
ხათუნა ფაიქიძე–აბესაძე—-საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები მესამე კლასში.
თამარ გოგატაძე—მშობელთა ჩართულობის ეფექტური გზები და საშუალებები.
მაკა კამლაძე—- როგორ დავეხმაროთ პირველკლასელებს სასკოლო წესების გათავისებასა და პრაქტიკაში გადატანაში.
პრეზნტაციები საიტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. დაისვა და პასუხი გაეცა ბევრ საინტერესო კითხვას. პედაგოგებმა იმსჯელეს ინტერვენციების ეფექტურობაზე. მიიღეს უკუკავშირი კოლეგებისგან, რაც მნიშვნელოვანი იყო არა მარტო მკვლევარი მასწავლებლებისთვის, არამედ ყველასთვის. დაიბადა ახალი იდეებიც, რაც დაეხმარებათ მათ სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და უკეთ წარმართვაში.

პედაგოგიური კვლევების პრეზენტაცია

11