![](https://17sajaro.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/61588171_2298760086878456_650141345763033088_o.jpg)
“ჩვენ მომავალი ოლიმპიელები ვართ”
2019 წლის 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს ქუთაისის მერიის ინიციატივით მოეწყო ცარცით ხატვა ასფალტზე თემაზე: “ჩვენ მომავალი ოლიმპიელები ვართ”. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მომავალმა მოსწავლეებმა . ბავშვებმა შეასრულეს ნახატები ოლიმპიურ თემატიკაზე და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სახატავი რესურსებით.