![](https://17sajaro.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/61050878_2278880252199773_3377990786166554624_o.jpg)
საჭადრაკო ტურნირი
2019 წლის 22 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მოეწყო გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო საჭადრაკო ტურნირის ფინალური ტური მესამე კლასელთა შორის, ჭადრაკის პედაგოგი – იზაბელა ჭეიშვილი. ტურნირი ჩატარდა (double elimination) სისტემით, თამაშები ძალზედ საინტერესო და ემოციურად დატვირთული იყო ყველა მოსწავლისთვის.
ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა – გიორგი ნარეშელაშვილმა (მესამე მეხუთე კლასი),
მეორე ადგილი – ნინო ოკუჯავამ (მესამე მეოთხე კლასი),
მესამე ადგილი – ლევან ადეიშვილმა (მესამე პირველი კლასი).
ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა დიპლომებით.