სიკეთე ყველას აბედნიერებს,2019 წლის 24 აპრილი იყო დღე , რომელმაც სიხარული და ბედნიერება მოუტანა ერთდროულად ბავშვებსაც და მოხუცებსაც. სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-8 პირველი კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნ.ხაჭაპურიძე) სააღდგომო ნობათით ხელდამშვენებულები ეწვივნენ მოხუცთა თავშესაფარს, მუსიკის მასწავლებელ თამილა ჩეპელევასთან ერთად, გულმოდგინედ მოამზადეს საკონცერტო ნომრები, რითაც გაამხიარულეს მოხუცები, ბავშვებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, რამაც დიდი ემოციები გამოიწვია.