“რიცხვები და მოქმედებები“

2019 წლის 29 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველ მეექვსე კლასში (კლასის დამრიგებელი ნატალია ლოსაბერიძე, მათემატიკის მასწავლებელი ანა კაკიტაძე) ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე “რიცხვები და მოქმედებები“. გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, მასში ჩართული იყო კლასის მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა. ბავშვებმა კიდევ ერთხელ იმოგზაურეს რიცხვთა სამყაროში და მიღებული ცოდნა სხვადასხვა თამაშით განამტკიცეს.

სტუმრად მოხუცთა თავშესაფარში

სიკეთე ყველას აბედნიერებს,2019 წლის 24 აპრილი იყო დღე , რომელმაც სიხარული და ბედნიერება მოუტანა ერთდროულად ბავშვებსაც და მოხუცებსაც. სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-8 პირველი კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნ.ხაჭაპურიძე) სააღდგომო ნობათით ხელდამშვენებულები ეწვივნენ მოხუცთა თავშესაფარს, მუსიკის მასწავლებელ თამილა ჩეპელევასთან ერთად, გულმოდგინედ მოამზადეს საკონცერტო ნომრები, რითაც გაამხიარულეს მოხუცები, ბავშვებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, რამაც დიდი ემოციები […]

კინოთეატრ საქართველოში

2019 წლის 22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ კინოთეატრ “საქართველო”-ს და იხილეს სამეცნიერო ფილმები. კინოთეატრის ადმინისტრაციამ სკოლა დააჯილდოვა სიგელითა და მინი ქანდაკებით.

,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა“

2019 წლის 18 აპრილს სსიპ ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის X-3 და XI-1 კლასის მოსწავლეებმა: ნოდარ გორგოძემ,ლევან ქასრაშვილმა,მარიამ გურულმა, მარიამ ხელაძემ, ნინო ჯაჭვლიანმა და სალომე ნაჭყეპიამ ისტორიის მასწავლებლის ხათუნა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს, ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში – ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა“,რომელიც წარიმართა ქალაქ ქუთაისში სასტუმრო ,,ბაგრატი 1003“-ში, მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი მოცემულ დავალებებს და დაიმსახურეს […]

“მობილური ტექნოლოგიები”

2019 წლის 16 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-5 მესამე კლასში გაიმართა პროექტის “მობილური ტექნოლოგიები” პრეზენტაცია რომელსაც ახორციელებს ქუთაისის ამერიკული კუთხე. (პროექტის ტრენერი სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს მასწავლებელი გიორგი საკანდელიძე) პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ 21–ე საუკუნის სიახლეებს, რობოტოტექნიკას როგორებიცაა “Ozmo”, “Ozobot”, “Cozmo” და სხვადასხვა ტექნოლოგიურ თამაშებს. მოსწავლეებმა […]

“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული,ენა,სარწმუნოება”

,, სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული,ენა,სარწმუნოება”. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?.. ამ შეგონებით დაიწყო ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა XI-3 კლასში,იმ დღისადმი,რომელიც ეროვნული სულისკვეთების ათვლის წერტილად იქცა ქართველი კაცის სულში,ერთ მუშტად შეიკრა მაშინ მთელი ერი,რომელმაც შაცვლევინა აზრი მაშინდელ საბჭოთა ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ენად შევინარჩუნეთ ქართული,ენა რუსთველის, ილიას […]

„ ჩვენ და ტექნიკა “

2019 წლის 3 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა გიორგი საკანდელიძემ მოსწავლეები წაიყვანა ექსკურსიაზე კომპიუტერულ მაღაზია “unicom”-ში სადაც პედაგოგმა მოსწავლეებს გააცნო თანამედროვე ტექნოლოგიები და მათ მუშაობის პრინციპები.

11