„შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, რაც მოიშინაურე“
მე-17 საჯარო სკოლის 24 კლასის მოსწავლეემბა დამრიგებელთან ირინე ადეიშვილთან და სპორტის მასწავლებელ ლაშა ჯანელიძესთან ერთად განახორციელეს გასვლითი ექსკურსია მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში სახელწოდებით „შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, რაც მოიშინაურე“ ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში ემფათიის გრძნობის გაღვივება, კომუნკაციის უნარები განვითარება. პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება. მოსავლეებმა დაათვალიერეს ადგილები სადაც მიუსაფარი ძაღლები ცხოვრობენ, წაუღეს მათ წინასწარ შეძენილი საკვები და მწვრთნელების დახმარებით გაუმასპინძლდნენ მიუსაფარ ცხოველებს. მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი რომ, ისინიც შეიძენდნენ: ძაღლებს, კატებს, ზღვის გოჭებს, თევზებს და მოუვლიდნენ მათ. ზოგიერთმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი მშობლებთან შეთანხმებით წამოიყვანოს ძაღლი ან ლეკვი თავშესაფრიდან , აიღებდნენ პასუხისმგებლობას მათ მოვლა პატრონობაზე და სხვებსაც მოუწოდეს ამ ქმედებისაკენ. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ემპათიის უნარი და გაუჩნდათ პასუხისმგებლობები.