Handwashing day
2017 წლის 16 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე მეოთხე კლასში (დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი) საინტერესო აქტივობებით აღინიშნა „ხელის დაბანის საერთაშორისო დღე“ (handwashing day)
აქტივობა ჩატარდა ქართულ და ინგლისურ ენაზე (ინგლისური ენის მასწავლებელი: ლიკა ხურციძე) და მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის იმ ძირითადი 6 წესის შეხსენებას, რომელთა დაცვაც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. აქტივობა გაჯერებული იყო პრაქტიკული დავალებებით და მათში უშუალო მონაწილეობით მოსწავლეები თავად დარწმუნდნენ ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობაში.