G-PRIED
2017 წლის 13 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლიდან განხორციელდა პირდაპირი ჩართვა ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოსთან არსებული წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილსა და ამვე სკოლის პედაგოგებთან. ჩართვის მიზანი იყო გამოცდილების, ცოდნის და შეხედულებების გაზიარება პროექტ “G-PRIED” -ის მიერ მოწოდებული მეთოდებით, აქტივობებით და სტრატეგიებით სწავლა-სწავლების შესახებ. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ირინე ჯგერენაიამ ისაუბრა სკოლის და ზოგადად განათლების სისტემის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და თანამედროვე მიდგომებზე. პედაგოგებმა თვალსაჩინოდ წარმოადგინეს საკუთარ პრაქტიკაში გამოცდილი და დანერგილი მეთოდები სხვადასხვა აქტივობებით და მრავალფეროვანი რესურსებით. პირველი კლასის მასწავლებლის ეკა ქართველიშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა მრავალფეროვანი მულტიმედიური რესურსებით დატვირთლი ქართული ენის გაკვეთილის მოდელი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ I-VI კლასების პედაგოგები: ეკა ქართველიშვილი; მედეია ადეიშვილი, ნანა მესხაძე; ნაირა გოტიშვილი; ეკა მეძმარიაშვილი; ქეთევან ჩაჩხინი; მაია კუხიანიძე; ხათუნა ფაიქიძე; ნათია დენოსაშვილი; IT სპეციალისტი გიორგი საკანდელიძე.
საუბარი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და არაერთ საინტერესო საკითხზე იქნა გამახვილებული ყურადღება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და საფუძველი ჩაეყარა ახალ, საინტერესო პროექტს.