News

“31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღე”

2017 წლის 31 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მერვე მეორე კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი რუსუდან ქემოკლიძე) ჩაატარეს თეორიული კონფერენცია თემაზე “31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღე”. კონფერენციაზე განხილული იქნა საკითხები: შავი ზღვის მდებარეობა, სანაპირო ზოლი, შავი ზღვის გავლენა ჰავაზე, შავი ზღვის თავისებურებანი, ორგანული სამყარო, ეკოლოგიური პრობლემები, შავი ზღვის სამეურნეო გამოყენება და დაცვა. მოსწავლეები შეეხენ აფხაზეთის შავი ზღვის აკვატორიას, გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები. კონფერენცია გაჯერებული იყო მუსიკალური ნომრებით რომლებსაც ასრულებდნენ მართა გაგოშიძე (აკომპანიმენტი ნუნუ სეხნიაშვილი) და სალომე სულაკაძე. კონფერენციას ესწრებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.

“31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღე”

11