News

შეხვედრა ჯუმბერ კოპალიანთან

2017 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში არსებულ ლიტერატურულ სარდაფში ბატონ რეზო თავაძის ინიციატივით შედგა შეხვედრა ისტორიკოსთან, არქეოლოგთან, პროფესორ – ჯუმბერ კოპალიანთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგები ხათუნა ჩხეტიანი, თეა მაჩალაძე, ნინო კოპლაიანი და მეათე კლასის მოსწავლეები გიორგი გუბელაძე, მარიამ ტყავაძე, მათე გიორბელიძე, ანანო დვალიშვილი, ციცია ფხაკაძე და ავთანდილ სამხარაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა სკოლის მსოწავლეები,მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები. ბატონი ჯუმბერ კოპალიანის მიერ წაკითხული იქნა ლექცია დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ, რომელშიც თავად იყო ჩართული, შეეხო 80-90-იანი წლების საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს. გაჟღერდა მისი დიდი წვლილი დმანისის ქართული ეთნოსით დასახლების საქმეში, ასევე ისაუბრა ქვემო ქართლის გასომხებული მოსახლეობის ქართული გვარების დაბრუნებასა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხში გაწეული ხიფათიანი თავგადასავლების შესახებ.

შეხვედრა ჯუმბერ კოპალიანთან

11