პირველკლასელთა მე-17 სკოლელებად კურთხევა
2017 წლის 5 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა მე-17 სკოლელებად კურთხევა. ეს ტრადიციული საზეიმო ცერემონიალი დაიწყო საქართველოს ჰიმნით, სკოლის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას, პირველკლასელებს მათ პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცა მასწავლებლის პროფესიული დღესასწაული და სასწავლო პროცესის განახლება. სკოლის მე-12 კლასელებმა მარიამ ჩაჩანიძემ, თამუნა მოსიავამ და თამარ ფოფხაძემ დამრიგებლები: მანანა ძიგვაშვილი და ირინა ჯინჯიხაძე სიტყვით მიმართეს პირველკლასელებს, პედაგოგმა ირინა ჯინჯიხაძემ წაიკითხა FLEX-ის პროგრამის მონაწილის ელა სვანიძის მიმართვა რის შემდეგაც მე-12 კლასელებმა საზეიმოდ გადასცეს პირველკლასელებს მათი მთავარი ფასეულობები და ღირებულებები. სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა ცეკვა აჭარული. ცერემონიალის განსაკუთრებული ეტაპი გახლდათ ახალბედა და გამოცდილ პედაგოგთა (ია შავგულიძე, ირინე ადეიშვილი, ნანა მესხაძე, მაკა ლაღაძე, ნათია დენოსაშვილი, ნინო გეწაძე, ნური კობახიძე, ანა კაციტაძე, თეა მაჩალაძე, ნინო კოპალიანი, ნინო ცნობილაძე, იზაბელა ჭეიშვილი) ანთებული სანთლებით შემოსვლა დარბაზში რომლებსაც მოუძღვებოდა უხუცესი პედაგოგი ბატონი ვიტალი პატარიძე. დაწყებითი კლასის დამრიგებელმა ნათია დენოსაშვილმა წაიკითხა ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვა “ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს…” რომლის პარალელურად პირველი კლასის დამრიგებლებმა აუნთეს თეთრი ცოდნის სანთლები თავიანთ პირველკლასელებს სიმბოლოდ ცოდნისა და სიბრძნის გადაცემისა. მათ მიულოცეს პირველკლასელებს ცხოვრების ახალი ეტაპი და მასწალვებლებს პროფესიული დღესასწაული. სკოლის მომღერალთა გუნდმა, ქორმეისტერი ნუნუ სეხნიაშვილი შეასრულა სკოლის ჰიმნი რომელიც შექმნილია მარიკა კვალიაშვილის მიერ. ჰიმნის დასასრულს აინთო ფეიერვერკები და 175 პირველკლასელს მე-17 საჯარო სკოლამ გადასცა ტკბილეული,ნიშნად იმისა რომ ჩვენთან სწავლის ძირი არის ტკბილი 🙂 ნუგბარი სპეციალურად მათთვის დაამზადა საკონდიტრო ქსელმა “გურმანმა”. ბოლოს კი გასართობი ცენტრის მსახიობებმა მიულოცეს პირველკლასელებს და მათთან ერთად იმხიარულეს. სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პირველკლასელს, მათ მშობლებს, პედაგოგებს დღევანდელ დღესასწაულს და მიმართავს მათ რომ დღევანდელი დღის სიხარული აღემატება ყოველგვარ წყენას რადგან სკოლის სააქტო დარბაზმა შეძლო დაეტია მხოლოდ 175 პირველკლასელი, 50 მოცეკვავე, 40 მომღერალთა გუნდის წევრი, მე-12 კლასის 70 მოსწავლე, 30 მასწავლებელი და მხოლოდ რამდენიმე მშობელი.